მედიაჰოლდინგი “კვირა” ბიზნესის მხარდამჭერ მედიასაშუალებებს შორის დასახელდა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ფარგლებში, მედიაჰოლდინგი “კვირა” ბიზნესის მხარდამჭერ მედიასაშუალებებს შორის დასახელდა. დაჯილდოების ღონისძიებაზე შესაბამისი სიგელი მედიაჰოლდინგ “კვირას” კომერციულ დირექტორს, ანა ჩანგიანს გადაეცა.
როგორც ანა ჩანგიანმა განაცხადა, “კვირა” აქტიურად აშუქებს ბიზნესსიახლეებს და ცდილოს, აღნიშნულ სფეროში მოღვაწე კომპანიებისა და მათი პროექტების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს.
ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება “თბილისი გარდენ ჰოლში” გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებენ. ბიზნესდაჯილდოება წელს მეცხრამეტედ გაიმართა. სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ერთად, პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერი მედიაჰოლდინგი “კვირაც” იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები