ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მონაწილეებსა და მენეჯერებს უმასპინძლა
ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ლიტერატურული პროგრამის მონაწილეებსა და კულტურული მიმართულებების მენეჯერებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესწრებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, პირველად უჩვენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამის ამსახველი ვიდეოფილმი. დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ცნობილ მთარგმნელს, რახელ გრაცფილდს კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.