გურჯაანში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

სამართალდამცველებმა გურჯაანიდან თელავის მიმართულებით გზა ინაუგურაციასთან დაკავშირებით გადაკეტეს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს კი თელავში ჩასვლა ყვარლის გზით შესთავაზეს, რაზეც მომიტინგეებმა უარი თქვეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს.
მომიტინგეებთან ერთად, ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ასევე,  გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია იმყოფებიან. ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად, თელავისკენ მიმავალი გზის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, შსს-მ პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა, რომ კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები