საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჩამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ხვთისიაშვილმა  არმენ სარქისიანს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები