“ჯორჯიან მანგანეზი” წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის დასახელდა (ფოტოკოლაჟი)

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებულ ბიზნესრეიტინგის დაჯილდოების ფარგლებში, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის დასახელდა. კომპანიას შესაბამისი სიგელი გადაეცა და დასაჩუქრდა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებს შორის ასევე მოხვდნენ: “დრიმლენდ ოაზისი”; “ლისი დეველოპმენტი”; “მეღვინეობა შილდა”; “ქართული ზეთისხილი”; “ჯეოსთილი”.
ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება “თბილისი გარდენ ჰოლში” გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“ ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებენ. ბიზნესდაჯილდოება წელს XIX-ედ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები