აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოვიდა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად, მაღალი რანგის სტუმრების ჩამოსვლა გრძელდება. საქართველოში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) სპიკერი ოგტაი ასადოვი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა. ოგტაი ასადოვი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, მხარეებს შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ოგტაი ასადოვს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები