ირაკლი ქადაგიშვილი : “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს აქვს არჩევანი – წავიდეს საბოლოო მარგინალიზაციის გზით ან ჩაეტიოს დემოკრატიულ ჩარჩოებში

“ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს არჩევანი – წავიდეს საბოლოო მარგინალიზაციის გზით ან ჩაეტიოს დემოკრატიულ, თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში. მათ ამისთვის ყველა პირობა შეექმნათ”, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ აქციისთვის მოთხოვნილ ტერიტორიაზე სხვა ღონისძიებაა დაგეგმილი და ალტერნატიული ტერიტორიაც შესთავაზეს.
„როდესაც ოპოზიციამ მერიას მიმართა მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ განუმარტეს, რომ ეს სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, არიან სტუმრები, მაღალი რანგის ხელმძღვანელები ჩამოსული, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე​ დიდი რაოდენობით ხალხის მოსვლაა დაგეგმილი, წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, მერიამ ცენტრალურ მოედანზე შესთავაზა აქციის ჩატარება. ამას არავინ უშლის ხელს. აქ აქციას ვერ გამართავენ, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო ღონისძიებას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს არჩევანი, წავიდეს საბოლოო მარგინალიზაციის გზით ან ჩაეტიოს დემოკრატიულ, თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში. მათ ამისთვის ყველა პირობა შეექმნათ. თუ სურთ კონფრონტაცია, მარგინალიზაცია, ეს მათი არჩევანია. მე ვურჩევდი, უფრო დემოკრატიული განვითარების გზა აერჩიათ. თელავი მხარს უჭერს ამ ღონისძიების ჩატარებას. ეს არის ისტორიული დღე ქვეყნისთვის და თელავისთვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება ინაუგურაციას, ქადაგიშვილის თქმით, ქალაქიც და სასახლეც მზად არის ინაუგურაციისთვის.
„დღეს ყველაფერი მზად არის ინაუგურაციისთვის. ყველა მონაწილე იკრიბება. შემსრულებლები, ჯარი და ასე შემდეგ. სტუმრები უკვე დაიწყებენ მოსვლას. 1800-მდე ადამიანს ველოდებით. ქალაქიც და ბატონის სასახლეც მზად არის ინაუგურაციისთვის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები