ბუდაპეშტში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს (ვიდეო)

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შრომითი კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მიუხედავად მოწოდებისა, რომ აქცია მშვიდობიან ფარგლებში მიმდინარეობდეს, ზოგიერთი მომიტინგე სახეს ნიღბით ფარავს და პოლიციის პროვოცირებას ახდენს. მომხდარის შესხებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСC” ავრცელებს.
ბუდაპეშტის სამართალდამცველები იძულებული გახდნენ პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ, რათა შენობაში ხალხის შეღწევის მცდელობები აღმოეფხვრათ. აგრესიული მომიტინგეები პოლიციას კვამლის ყუმბარებს ესვრიან, ამტვრევენ საგზაო ნიშნებს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა დასაშლელად ცრემლმდენი აირი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები