ანტარქტიდაში, აშშ-ს სადგურზე ორი მუშა დაიღუპა
ანტარქტიდაში, ამერიკულ სადგურ მაარკ-მერდოში, დაუდგენელი მიზეზის გამო, ორი მუშა დაიღუპა, რომლებიც ობიექტის სახანძრო უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის ვებგვერდი ავრცელებს.
ფონდის ინფორმაციით, ინციდენტი, იმ დროს მოხდა, როდესაც მუშები შენობის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის პროფილაქტიკურ შემოწმებას აწარმოებდნენ, სადაც სადგურის ერთ-ერთი გენერატორი იყო განლაგებული. დაშავებულები ვერტმფრენის მფრინავმა იპოვა, რომელიც სამუშაოების დასრულებას ელოდებოდა.
როგორც ცნობილია, ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში.
ინციდენტის მიზეზს ამ დრომდე იკვლევენ.