ანიტა რაჭველიშვილი The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა
ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი The New York Times-მა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.
„ახალგაზრდა ქართველი მეცო-სოპრანო საოცრად გაბედული იყო „კარმენში” და მეტად შთამბეჭდავი “თავად იგორში”, რომელიც მეტროპოლიტენ ოპერის ბოლოს სეზონზე შედგა. მაგრამ სრულიად მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა აზუჩენას როლში, ვერდის “ტრუბადურში”, სადაც მან იმღერა საოცრად ელეგანტური ბელკანტოთი. მან პერსონაჟს დაუბრუნა სითბო, შიში და ექსპრესიულობა, რომელსაც ხშირად შეუძლია იყოს მხოლოდ ინერტული”, – აღნიშნულია სტატიაში.