ეროვნული კინოცენტრი ევროპის კავშირის კინოფონდ „ევრიმაჟის“ სამუშაო სესიას მასპინძლობს
9-13 დეკემბერს ეროვნული კინოცენტრი ევროპის კავშირის კინოფონდ “ევრიმაჟის“ 153-ე სესიას მასპინძლობს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მსგავსი სესია წელიწადში მსოფლიოს მხოლოდ 4 ქალაქში იმართება და იგი მასპინძელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმიანი კინოღონისძიებაა.
სხდომაზე დასასწრებად თბილისში 37 ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ჩამოვიდა, რომლებიც სხვადასხვა კინოფონდს წარმოადგენენ და ძირითადად, ევროპულ კოპროდუქციას აფინანსებენ. ღონისძების ფარგლებში საქართველოს პირველად ესტუმრება „ევრიმაჟის“ ახალი პრეზიდენტი – კატერინ ტრაუტმანი, რომელიც თბილისში დღეს ღამით ჩამოფრინდება.
გაიმართება პანელ დისკუსია – ქალი რეჟისორები თანამედროვე ქართულ კინოში. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელთან – თამარ ტატიშვილთან ერთად გახსნის. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ქალი რეჟისორები – თინათინ ყაჯრიშვილი, რუსუდან გლურჯიძე, ნინო ჟვანია, ანა ურუშაძე, სალომე ჯაში და პროდიუსერი ანა ძიაპშიპა.
ეროვნული კინოცენტრი ევროსაბჭოს კინოფონდის “ევრიმაჟი” წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. საქართველოს წარმომადგენელი ფონდში თამარ ტატიშვილია, რომელიც იცავს და აპოზიცირებს იმ ქართულ პროექტებს, რომლებსაც ევროპული კოპროდუცქციის სტატუსი აქვთ. მას შემდეგ, რაც საქართველო „ევრიმაჟის“ წევრია, ქართული პროექტებისთვის 3 მილიონ ევროზე მეტია მოპოვებული – დაფინანსებულია 14 ფილმი და მოგებულია 3 განვითარების გრანტი.
გასვლითი სამუშაო შეხვედრებისას, სხვადასხვა ქვეყნის კინოფონდების წარმომადგენლები, უფრო ახლოს იცნობენ ქართულ კულტურას, მეტ ინფორმაციას იღებენ ჩვენი ქვეყნის კინოწარმოების პოტენციალზე და უფრო მარტივი ხდება ქვეყნებს შორის ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით დაიგეგმა.