დავით შერაზადიშვილმა 18 წლის შშმ პირს ლეილა ისმაილოვას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად, სოფელ ნახიდურში მცხოვრებ 18 წლის შშმ პირს ლეილა ისმაილოვას საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
ლეილა ისმაილოვამ თავისი სურვილის შესახებ რამდენიმე თვის წინ, სოფლად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შშმ პირებთან შეხვედრისას გამოთქვა.
„რამდენიმე თვის შემდეგ ლეილა ისმაილოვას სურვილი ახდა და დღეს იგი ფიქრობს, რომ კომპიუტერი საზოგადოებაში ინტეგრირებაში დაეხმარება და უფრო აქტიური გახდება. ლეილა ისმაილოვას ოჯახს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუდმივ დახმარებას უწევს“, – აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.