ხელოვნების საკვირაო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

15 დეკემბერს, 19.30 საათზე, მოსე თოიძის სახლ მუზეუმი და ბრიტანულ-ქართული მუსიკის აკადემია  ხელოვნების საკვირაო სკოლის პრეზენტაციას აწყობენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სკოლის მიზანია, ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, შესთავაზონ ხელოვნების, თავისუფალი აზროვნების, პრაქტიკული ფილოსოფიისა და სიღრმისეული კომუნიკაციის შემოქმედებითი, ესთეტიკური, განმავითარებელი გარემო – პოზიტიური არტსივრცე.
მოსე თოიძის სახლ- მუზეუმი, ყოველ კვირა დღეს ატარებს მასტერკლასებს, სემინარებს, ტრენინგებს, რომლებსაც გაუძღვებიან – ბრიტანულ – ქართული მუსიკის აკადემიის დამფუძნებლები, მუსიკოსები – მაიკ და ქეთი ვარდები; მხატვრები – ნინო სალაყაია, ქეთი თოდაძე, კოტე ამირეჯიბი; პრაქტიკოსი არტფსიქოლოგი, ნეირო ლინგვისტი, საქართველოს ფილოსოფიური პრაქსისის საზოგადოების დამფუძნებელი, დავით ამირეჯიბი; ფსიქოლოგი და თეატრის რეჟისორი – გვანცა და მაგდა ნადირაშვილები; მოსე თოიძის სახლ – მუზეუმის მასპინძელი, ხელოვნებათმცოდნე – ქეთი ბენდელიანი.
ხელოვნების სკოლის მონაწილეები შეძლებენ, გაიარონ სპეციალიზაცია ინსტრუმენტალური, ვოკალური მუსიკის, სახვითი ხელოვნების, თეატრის, ფსიქოდრამის, თანამედროვე გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიური პრაქსისის დარგებში; ჩაერთონ სიღრმისეული კომუნიკაციის ჯგუფებში, მიიღონ დადებითი განწყობა, ესთეტიკური თვითგანვითარების შესაძლებლობა.
მოსე თოიძის სახლ- მუზეუმს აქვს ხელოვნების სკოლების მოწყობის 30 – წლიანი გამოცდილება. თოიძის სახლ- მუზეუმი ნოვატორია, ხელოვნების საკვირაო სკოლების (1990 წლიდან), არტფსიქოლოგიისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამების დარგებში (1991 წლიდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები