ქუთაისში, აფეთქების შედეგად, 75 წლის მამაკაცი დაშავდა

ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის, მე-4 სართულზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 75 წლის მამაკაცი დაშავდა.
აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს სახლში 75 წლის ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა.
მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები