სოფელ ძველ ქვეშში შიდა საავტომობილო გზის ბეტონირება მიმდინარეობს

წლის ბოლომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. 18 სმ სისქის ბეტონის გზა 1125 გრძივ მეტრზე დაიგება. ამის შესახებ „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებიდან აცნობეს.
„პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, საერთო ღირებულებით 550 000 ლარი“,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა გვერდულები და სანიაღვრეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები