ფოლკლორის ცენტრში გვანცა ნიკურაძისა და მაკო გნოლიძის პერსონალური საახალწლო გამოფენა გაიხსნება

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრების – გვანცა ნიკურაძისა და მაკო გნოლიძის პერსონალური საახალწლო გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, გამოიფინება ხელნაკეთი თოჯინები, აქსესუარები, დეკორაცია და კოლაჟი.
გვანცა ნიკურაძე – პროფესიით იურისტი, თვითნასწავლი მეთოჯინე, 2016 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, დეკორატორი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – თურქეთში, ტაილანდსა და საბერძნეთში. მისი თოჯინები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
მაკო გნოლიძე – პროფესიით ფიზიკოსი და სოციოლოგ-ფსიქოლოგია. თოჯინების კეთება დაახლოებით ხუთი წლის წინ დაიწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნიმუშები სახასიათოა, გამოირჩევა ორიგინალობით და მრავალფეროვნებით.
გამოფენა  15 დეკემბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები