„მუზეუმი სიტყვით ჰქვია. დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა“…
„მუზეუმი სიტყვით ჰქვია. დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა“, – გოგა ჩანადირი სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღამში მდებარე აკაკი შანიძის მუზეუმის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც ფოტოებს ურთავს.
„სამტრედიის სოფელ ნოღაში, რომელიც გურიის მიმართულებით მდებარეობს, ენათმეცნიერ აკაკი შანიძის მუზეუმია.
ოღონდ, მუზეუმი სიტყვით ჰქვია. დანგრეული და გაპარტახებულია იქაურობა.
ამაზე 2 წლის წინათ დავწერე. ფოტოები რომ შევადარე, აღმოვაჩინე, რომ მუზეუმი კიდევ უფრო გაუბედურებულა.
1 პატარა ქოხია. რა უნდა ამის გაკეთებას?
აკაკი შანიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული, მშობლიური ენა ძლიერად ყოფილიყო. ამიტომ არის დასაფასებელი.
ვინმე აფასებს?
თუმცა, რა მიკვირს?
საკუთარ ენას არ ვუფრთხილდებით და ენათმეცნიერს დავაფასებთ?“ – წერს გოგა ჩანადირი.