თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სალომე მოდებაძის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტის, სალომე მოდებაძის კონცერტი გაიმართა.  პედაგოგი: ასოცირებული პროფესორი ნინო ქათამაძე.
პიანისტის სოლო კონცერტი კონსერვატორიის სტუდენტურ  სიმფონიურ  ორკესტრთან ერთად გაიმართა (დირიჟორი – რევაზ ჯავახიშვილი).
პროგრამა:
სერგეი რახმანინოვი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #3, რე მინორი, თხზ.30 (სამ ნაწილად);
პეტრე ჩაიკოვსკი – სიმფონია #5, თხზ.64, მი მინორი (ოთხ ნაწილად).
სალომე მოდებაძე:
– უბედნიერესი ვარ, რომ რახმანინოვის მე-3 საფორტეპიანო კონცერტი დავუკარი, ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ შემესრულებინა და ჩვენმა კონსერვატორიამ მომცა ამის საშუალება. გამოვედი ჩვენს არაჩვეულებრივ სტუდენტებთან ერთად – ესაა ორკესტრი ბატონ რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კმაყოფილი ვარ, რაც ვიშრომე   პედაგოგ ნინო ქათამაძესთან ერთად, მაქსიმალურად გამოიღებს შედეგს.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტი სალომე მოდებაძე  პიანისტთა მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
მისი თქმით, მას კომპანია „ჯორჯიან მანაგანეზი“ ორჯერ დაეხმარა, როდესაც იტალიასა და ლატვიაში საერთაშორისო კონკურსები დაუფინანსა. „მათი მადლობელი ვარ, ყოველთვის, როცა მივმართავ,  ჩემ გვერდით არიან“, – განუცხადა „კვირას“ სალომე მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები