თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი – პიტერ გრინევეის  მასტერკლასი გაიმართება

7 დეკემბერს 11:30 საათზე, „თიბისი” ბანკის სათავო ოფისში, ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი  მასტერკლასს გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მასტერკლასი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.
პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.
მის: კ.მარჯანიშვილის 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები