თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი – სერგეი ლოზნიცას საპატიო „პრომეთე“ გადაეცა

ნინო კანკავას ფოტო

თბილისის მე-19 კინოფესტივალს ეწვია უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა, კინოთეატრ „ამირანში“  2018 წელს გადაღებული მისი ფილმის „დონბასის”პრემიერა გაიმართა.
სერგეი ლოზნიცას, კინოში შეტანილი წვლილისათვის,  საპატიო „პრომეთე“ გადაეცა.
სერგეი ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს ბელორუსიაში, ქალაქ ბარანოვიჩში დაიბადა.
1991 წელს ჩააბარა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე და ნანა ჯორჯაძის სახელოსნო დაამთავრა. 2001 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
მას შემდეგ, სერგეი ლოზნიცამ უამრავი დოკუმენტური და რამდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღო.
“დონბასი”  2018 წელს გადაღებული ფილმია, რომლის პრემიერაც კანში, სექციაში „განსაკუთრებული ხედვა” გაიმართა. „დონბასის” სამყარო, ეს არის ადგილი, სადაც რეკეტი და კორუფცია, სიყალბის ინდუსტრია და „ძველბიჭობის” მორალი ზეიმობს. რამდენიმე ნოველისგან შემდგარ ფილმში, ადამიანური ისტორიები და მედიაში, ძირითადად ინტერნეტში გავრცელებული მასალა ერთანეთშია გადაჯაჭვული. ერთი ისტორია ნელ-ნელა გადადის მეორე ამბის თხრობაში, ამას მესამე მოჰყვება და ისტორიები უსასრულოდ ცვლის ერთმანეთს. ეს ფილმი საზოგადოებაზეა, რომელსაც არ აქვს მომავალი, ხოლო დონბასი – ტერიტორიაა, რომელიც გაიყინა, მოკვდა და ხელახლა გაცოცხლებას ითხოვს.

ფოტო: ნინო კანკავა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები