„პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა“ – ლეილა ცომაიას წიგნის წარდგენა გაიმართება
7 დეკემბერს, 17 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გაიმართება ლეილა ცომაიას ისტორიული მონოგრაფიის – „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის“ – პრეზენტაცია.
წიგნის რედაქტორია ბეჟან ჯავახია; გარეკანის დიზაინერები – გიორგი გელაშვილი, თამარ ლომთაძე; დამკაბადონებელი – ვლადიმერ პერანიძე.
„წიგნი – „პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა“ – დაწერილია, ზვიადის დისიდენტობის დროინდელი თანამებრძოლის, გაზეთ „განმათავისუფლებლის“ მთავარი რედაქტორისა და ლიტერატორის ლეილა ცომაიას
მიერ. ამ ისტორიულ მონოგრაფიაში პირუთვნელი სიმართლით აღწერილ-გაანალიზებულ-შეფასებულია, ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების სირთულით აღსავსე პოსტსაბჭოური, 1990-93 წლების უახლესი პერიოდი,
პრეზიდენტის მკვლელობის ჩათვლით.
წიგნში, დოკუმენტურ საარქივო და ფოტო მასალებზე დაყრდნობით, ნაჩვენებია, პოლიტიკურ-შეიარაღებული ოპოზიციის საიდუმლო კავშირები რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ წრეებსა და სახელმწიფოს სტრუქტურებთან. წიგნის
პუბლიცისტური ნაწილი, აგრეთვე, მოიცავს მოკლე მიმოხილვას, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდების“, – აღნიშნულია ანოტაციაში.
წიგნი დაკაბადონდა გამომცემლობა „ინტელექტში“ , დაიბეჭდა გამომცემლობა „მერიდიანის“ სტამბაში.