ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში პოეტის 201-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი სალონური საღამო გაიმართა

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პოეტის 201 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სალონური საღამო – „მშვენიერება ნათელია ზეცით მოსული“ – გაიმართა.
შესრულდა ბარათაშვილის ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. საღამოს მასპინძლობდნენ: სახალხო არტისტები: ელდარ გეწაძე, თეიმურაზ გუგუშვილი; კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი; მომღერლები: გიორგი ალექსანდრია, თამარ კობაიძე, ნინო მანძულაშვილი. კონცერტმაისტერები: დარეჯან მახაშვილი, ნანა მიქაბერიძე, ლიანა დადივაძე, ლენა უსენაშვილი.
პოეტმა და ლიტერატორმა ქეთევან შენგელიამ  საინტერესოდ ისაუბრა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე.
საღამოს თამაზ ტყემალაძე უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები