გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, ქართული უნივერსიტეტის წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ცნობილი ქართველი კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნის, გურამ ასათიანის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
როგორც „კვირას“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, შესავალი სიტყვით გამოვა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
მომხსენებლები:
1. პროფ. ლევან ბებურიშვილი – „გურამ ასათიანი – წვლილი ქართული კრიტიკის ისტორიაში“;
2. პროფ. ამირან არაბული – „გურამ ასათიანის ფოლკლორული წიაღსვლები“;
3. პროფ. ნინო მამარდაშვილი – „გურამ ასათიანის ლიტერატურულ-ესთეტიკური ნააზრევიდან“;
4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის II კურსის სტუდენტი ანა პაპუნაშვილი – „გურამ ასათიანის ჩანაწერები“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები