ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. მასში 5 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა მათ დროულად შეძლეს გადმოსვლა და არავინ დაშავებულა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
დამწვარია მეპატრონის პირადი ნივთები და მობილური ტელეფონი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.