სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის ჩატარების ადგილზე განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს

თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი “კვირასთან” ადასტურებს, რომ საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ჩატარების ადგილად ქალაქი თელავი განიხილება.
როგორც თელავის მერმა “კვირას” განუცხადა, მისი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საკითხზე განცხადებას დღეს გააკეთებს და დაასახელებს იმ ქალაქს, სადაც ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
“ვადასტურებ, რომ ერთ-ერთ ქალაქად თელავი განიხილება, ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს გააკეთებს განცხადებას და იტყვის, თუ სად უნდა შედგეს ინაუგურაციის ცერემონია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.  საკითხზე  რაიმე კონსულტაციები   მერიასთან, ჯერჯერობით, არ ყოფილა”, – განუცხადა “კვირას შოთა ნარეკლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები