თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვანის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, მეფე მირიანის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ძმები კარბელაშვილების, ყურაშვილის და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს. საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიხეილ თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ანაპის 414 დივიზიის და ზღვისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ათონელის და ორბელიანის ქუჩების მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, ორთაჭალის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „თელასის“ განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები