„მიხეილ თამარაშვილის ისტორიული კონცეფცია“ – მერაბ ღაღანიძის ლექცია გაიმართება
5 დეკემბერს, 15:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, პროფ. მერაბ ღაღანიძე წაიკითხავს ლექციას – „მიხეილ თამარაშვილის ისტორიული კონცეფცია“.
4 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა კათოლიკე მღვდლის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის დაბადების 160 წლის აღსანიშნავი გამოფენა. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი მოიცავს ორ ლექციას, აგრეთვე საგანმანათლებლო აქტივობას სახელწოდებით „მიხეილ თამარაშვილი – ტოლერანტობის ისტორიისათვის საქართველოში“, რომელიც განკუთვნილია საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
მიხეილ თამარაშვილის მოღვაწეობას მიეძღვნება ორი ლექცია: 5 დეკემბერს, 15:00 საათზე, პროფ. მერაბ ღაღანიძე წაიკითხავს ლექციას „მიხეილ თამარაშვილის ისტორიული კონცეფცია“, ხოლო 6 დეკემბერს, 16:00 საათზე, პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე ჩაატარებს ლექციას “მიხეილ თამარაშვილი – მღვდელი, მამულიშვილი, მეცნიერი“.
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი სტუმრებს წარუდგენს მ. თამარაშვილის საარქივო კოლექციაში დაცულ დოკუმენტებს, ფოტომასალას, წიგნებს, უცხოელ და ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერას და სხვა. საგანგებოდ იქნება წარმოდგენილი ქრისტეფორე კასტელის მიხეილ თამარაშვილისეული ალბომი.