ქართველი რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფორუმზე მიიწვიეს

ქართველი რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფორუმზე და ფესტივალზე – iDOCS მიიწვიეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, iDOCS პირველი დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოს ფესტივალია ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 20 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ირჩევს.
მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ წლევანდელ რჩეულ ფილმებს შორის მოხვდა. მარიამ ჭაჭია და ფილმის პროდიუსერი ნიკ ვოიგთი პეკინში უკვე გაემგზავრნენ და იქაურ მაყურებელს თავიანთ დოკუმენტურ ფილმს წარუდგენენ.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია.  ფესტივალზე გამართული ფორუმის ფარგლებში მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი ადგილობრივი აუდიტორიისთვის სემინარსა და ვორკშოპს ჩაატარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები