სიღნაღის თეატრი შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს
6 დეკემბერს, 11:00 საათზე, სიღნაღის თეატრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამოფენაში მონაწილეობას სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოქმედები ორგანიზაციების -„ბროწლიანის სათნოების სახლის“, „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის“, „თაობათა კერის“ და „მშობელთა კავშირის“ ბენეფიციარები მიიღებენ.