„ქაღალდის თვითმფრინავები” – „ათონის დარბაზი“ ახალგაზრდა პოეტების პოეზიის საღამოს უმასპინძლებს
6 დეკემბერს, 19:30 საათზე, ათონის დარბაზში, ახალგაზრდა პოეტების: თორნიკე ნაროზაულის, ალექსანდრე შურღაიას და ირაკლი დეისაძის პოეზიის საღამო გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2015 წლის 10 მაისს, ახალგაზრდა პოეტებმა საფუძველი ჩაუყარეს პოეზიის საღამოების ახალ ციკლს – „ქაღალდის თვითმფრინავები”, რომელიც დღემდე გრძელდება.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ფანასკერტელის ქუჩა №9 (ბახტრიონი, ჯვართამაღლების ტაძრის ეზო).