მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში  ,,მომავლის ბიბლიოთეკა” გაიხსნება

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში  ,,მომავლის ბიბლიოთეკა” იხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გახსნის დღესთან დაკავშირებით სტუმრად მოსულ ბავშვებს დახვდებათ ცნობილი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ლიტერატურული პერსონაჟები. მოეწყობა ზღაპრების კითხვა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, პირველი კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის სამკითხველო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები