თბილისი კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მე-6 საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს

11-12-14 დეკემბერს, თბილისში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მე-6 საერთაშორისო კონკურსი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და გალაკონცერტით დასრულდება.
I ტური – 11 დეკემბერი, 11 საათი – ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, №401;
II ტური – 12 დეკემბერი, 11 საათი – ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, №401;
გალაკონცერტი, 14 დეკემბერი, 16:00 საათი – „სინფონიეტა სთეიჯი“, სანაპიროს ქ. №4, მე-8 სართული.
კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მე-6 საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორია საავტორო სტუდია; გენერალური სპონსორია „მუსიკის სახლი”, მხარდამჭერები – თბილისის კამერული ორკესტრი სინფონიეტა, ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ნიჭიერთა ათწლედი, „ალჰამბრა“, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები