თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმაში ბრალდებულს 3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

თაკო ჩარკვიანისა და მისი მეუღლის თავდასხმაში ბრალდებულ დავით გორგოძეს სასჯელის სახით გირაო შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გორგოძეს გირაო 3000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
დაცვის მხარე გირაოს სახით 1000 ლარს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე საქმეზე ორი დღის წინ ორ პირს,გიორგი კერვალიშვილსა და დავით ბაიდარაშვილს ადმინისტრაციული წესით 700-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა,დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ჯერჯერობით არ დადასტურდა.
მომდევნო პროცესი დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისთვის 12 დეკემბერს ჩაინიშნა. გორგოძის მიმართ გამოძიება ძალადობის ბრალდებით 126-ე მუხლით მიმდინარეობს. გორგოძის საქმეზე მომდევნო პროცესი 17 იანვარს ჩაინიშნა.
1 დეკემბერს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები