გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

გორის ცენტრალურ პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხედრის ზუსტი ადგილსამყოფელი უკვე დაადგინეს.

როგორც ცნობილია, სამძებრო სამუშაოები იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო.

რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, იაგო ნებიერიძემ დანაშაულის სავარაუდო ადგილსამყოფლი მიუთითა, შემდეგ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით ჩატარდა გეოსკანირება, ამან კი პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ.

შესაბამისად, დადგენილია სავარაუდო ლოკაციები, სადაც ახლა სპეციალისტების მიერ მიწის გათხრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები