იაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა საჯარო ლექციას გამართავს

3 დეკემბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა საჯარო ლექციას გამართავს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის სახელწოდებაა – „იაპონური კულტურა და იაპონური საწარმოს ტრადიციული ღირებულებები“.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები