ოთარ ტატიშვილის საღამო – „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება
4 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნაძალადევის მედიათეკაში კომპოზიტორისა და მხატვრის, ოთარ ტატიშვილის საღამო „ფერწერა & ბგერწერა“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წარმოდგენილი იქნება ოთარ ტატიშვილის ფერწერული ნამუშევრები, გამოფენის პარალელურად კი კომპოზიტორის როგორც ცნობილი, ასევე ახალი მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდება.
საღამოში მონაწილეობენ: მარიკო ებრალიძე, ნოდიკო ტატიშვილი, მზია ჭილაძე (ვოკალი), პიანისტები: ჭაბუკა პაჭკორია, ასლან ჩიქოვანი, მარიანა კირაკოზოვა (ვიოლინო), ნანუკა გოლიაძე (ფლეიტა). კონცერტმაისტერები: ლიკა ხორბალაძე, ვიკა სურმავა. მსახიობები – ნატო ჩხეიძე, დავით გერსამია, პოეტი ნანა ცინცაძე.
საღამოს წამყვანი: მუსიკოსი, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორი რუსუდან მუმლაძე