ქართველები ტალინის Black Nights კინოფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ
ქართველები ტალინის Black Nights კინოფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Black Nights ა კლასის ფესტივალის ინდუსტრიულ პროგრამაში, კოპროდუქციის მარკეტზე ლადო ჩიხრაძე საუკეთესო პროდიუსერად დაასახელეს პროექტისთვის „ქორწილი ჩემს ქუჩაზე”.
სცენარის განვითარების პროგრამა Script Pool-ში კი მოხვდა გიორგი ვარსიმაშვილის პროექტი „ლიზა ბოზია“, რომელიც ამავე დროს მონაწილეობდა ფესტივალის ფიჩინგფორუმზე.