ლანჩხუთის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა პროკურატურაში დღეს გამოიკითხება

ლანჩხუთში პირადობის მოწმობების პოვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან”, კახა ასკურავა დღეს გამოიკითხება. ის მთავარ პროკურატურაში 12:00 საათზეა დაბარებული.
გამოძიება ასკურავას გუშინ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდა, თუმცა მან აღნიშნა, რომ გამოკითხვაზე გამოცხადებას ორშაბათს შეძლებდა.
კახა ასკურავას ინფორმაციით, გადაყრილი პირადობის მოწმობები მან ლანჩხუთში გუშინ იპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები