ვინ არიან თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულები – ნაწილის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ტელეკომპანია “იმედი” სამი მათგანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. როგორც ირკვევა ისინი უკრაინაში მებრძოლი სამხედროები – იგორ ორლენკო, იური კოროსტელოვი და როლანდ მელია არიან.
სპეცოპერაციის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე.
“თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს”, -აცხადებენ უწყებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ, დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო – ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები