შსს-მ ბაჩუკი ქარდავა პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად დაიბარა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება მოახდინა და იგი პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად დაიბარა.

ვაკე-საბურთალოს სამმართველოში უკვე გამოიკითხა ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც დღეს, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის მიმართ ვინმეს მხრიდან ძალადობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ვინაიდან აღნიშნული არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები