პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ ჯ. ა.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ჯ.ა. 2018 წლის 28 ნოემბერს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯ.ა-მ, 2018 წლის 28 ნოემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან, მ.ც.-ს მიმართულებით განახორციელა მრავალჯერადი გასროლა. თავისა და ზურგის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჯ.ა.-სთვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები