გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს დასჯადი და პოლიცია ამ კანონს ეფექტიანად აღასრულებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარია პარლამენტის მიერ მარიხუანას მოხმარების მკაცრი რეგულირების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მარიხუანას მოხმარების სხვადასხვა შემთხვევებში, მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები იმოქმედებს, რომელსაც პოლიცია ეფექტიანად აღასრულებს.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარიხუანას მოხმარება უნდა იყოს დასჯადი, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სხვადასხვა და ძალზე მკაფიოდ გამოხატული სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმები. რა თქმა უნდა, მარიხუანას თრობის ქვეშ, დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა და კიდევ ბევრი რამ – ეს ყველაფერი ამ კანონში არის დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მაქსიმალურად ეფექტიანად აღასრულებს ამ კანონს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები