შს მინისტრი სამეგრელოში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება

შს მინისტრი გიორგი გახარია სამეგრელოში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება და ვითარებას ადგილზე ეცნობა. მასთან ერთად, მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ხვდებიან.
ვიცე-პრემიერი სამეგრელოში სტიქიის ყველა ლოკაციას პირადად მოინახულებს.
როგორც ცნობილია, ბოლო მონაცემებით 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
სტიქიამ ასევე ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად, ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი.
სტიქიამ მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები