„სიკეთე ყველა ფერში“ – თაკო მეგრელიძისა და ლაშა ლაბაძის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

2 დეკემბერს, 15:00 საატზე, გალერეა „იარტიში“ დედა-შვილის – თაკო მეგრელიძისა და ლაშა ლაბაძის ერთდღიანი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოფენას ჰქვია „სიკეთე ყველა ფერში“, სადაც ნახატების და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ხელით შექმნილი ნამუშევრების შეძენა იქნება შესაძლებელი. შესული თანხით კი გურანდა თორდიას მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარებიან.
„გაიცნობთ პატარა ნიჭიერ მხატვარს – ლაშა ლაბაძეს, რომელიც 3 წლიდან ხატავს. მას შეუძლია ერთი ფანქრის მონასმით ფურცელზე თავისი აზრის ზუსტი დინამიკა და ხასიათი გადმოსცეს, მის ხედვას და დაუჯერებელი პლასტიკური ანატომიის ცოდნა მაყურებელს აღტაცებაში მოიყვანს.
ასევე, გაიცნობთ დიზაინერ თაკო მეგრელიძეს, სამი შვილის ბედნიერ დედას. ის უკვე რამდენიმე წელია, რაც დიზაინის სფეროშია და მუშაობს ხელნაკეთ აქსესუარებზე, თუმცა ხატვა სულ რაღაც ერთი წელია დაიწყო. მისი გემოვნება, ფერის აღქმა და ფორმის მისებური გადმოცემა ნამუშევრებს განუმეორებელ სილამაზეს ანიჭებს, მის ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იქნება: სამკაული, ნაქსოვი აქსესუარები, საახალწლო დეკორი და სხვა ნამუშევრები.
ამ გამოფენის მნიშვნელოვანი მიზანია, რომ დახმარება გაეწიოს გურანდა თორდიას მრავალშვილიან ოჯახს. მას შვიდი შვილი ჰყავს და უკიდურეს გაჭირვებაში უწევს ცხოვრება, თაკოს, თავის მეგობრებთან ერთად, ერთხელ უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, დახმარებოდა მათ და ახლაც დედა-შვილის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოფენაზე შემოსული თანხა ისევ ამ ოჯახის კეთილდღეობას მოხმარდება“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

მისამართი: უზნაძის ქ. 13, IArt Galley.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები