კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი საერთაშორისო წარმატებების ნუსხას აქვეყნებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე სააგენტოს მონაწილეობით ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღწეული საერთაშორისო წარმატებების ნუსხას აქვეყნებს.
„სააგენტოს მონაწილეობით ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღწეული საერთაშორისო წარმატებებია:
2016 წელი – მცხეთა დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას;
2016 წელი – ქართული ანბანი შევიდა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში;
2017 წელი – გელათი დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას;
2018 წელი – ქართული ჭიდაობა შევიდა მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში“, – წერს ნიკა ანთიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.