სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა: განვიხილეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი (ფოტოკოლაჟი)

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
როგორც მან, შეხვედრის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პატრიარქი იყო პირველი, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
“დღეს, ვინც პირველმა არჩევნებში გამარჯვება მომილოცა, იყო პატრიარქი და მომიწვია შეხვედრაზე. შეხვედრას სინოდის დიდი ნაწილიც ესწრებოდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ განვიხილეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი და რა აირჩია ქართველმა საზოგადოებამ. მოსახლეობამ კი აირჩია სიმშვიდე და მე, პირადად, ვარ პასუხისმგებელი, რომ მოწადინებული ვიქნები, უფრო განვითარებული გახდეს ქვეყანა”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან საპატრიარქო უკვე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები