12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა 16,81%-ია

12 საათის მონაცემებით, ზუგდიდში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი 20 310-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16,81%-მა მიიღო.
ცნობისათვის, ზუგდიდის 107 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 120 844-ს შეადგენს.
​ამ დროისთვის, საოლქო კომისიაში 8 საჩივარია დაფიქსირებული, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები