„სკანდალური დღიური“ – თავისუფალ თეატრში პრემიერა გაიმართება

„თავისუფალ თეატრში“ პრემიერა იგეგმება. „სკანდალური დღიური“, –  ასე ჰქვია დრამას, რომლის საპრემიერო ჩვენებები 29 და 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, ფსიქოლოგიური დრამა სასიყვარულო სამკუთხედზეა. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რომანის შესახებ სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი შემთხვევით შეიტყობს და ჩნდება საფრთხე, რომ რომანი შესაძლოა, გამჟღავნდეს.
რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ წარმოდგენა ლილე შენგელიას პიესის საფუძველზე დადგა. სპექტაკლის მხატვარი და კოსტიუმების დიზაინის ავტორი ანანო დოლიძეა.
მთავარ როლს სპექტაკლში სპეციალურად მიწვეული მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი თამაშობს. სპექტაკლში ასევე მთავარ გმირებს განასახიერებენ თამთა ინაშვილი და კახა მიქიაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი იარაჯული, შოთი ჭეიშვილი, კოკო დვალიშვილი და თეატრალური სტუდია „სახეების“ აღსაზრდელები.
სპექტაკლზე 18 წლამდე მაყურებლები არ დაიშვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები