ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა
ნიკო ფიროსმანის სურათი – „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა. ეს აუქციონებზე გაყიდული ფიროსმანის ნამუშევრების ყველაზე მაღალი ფასია.
ნახატის საწყისი ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგი იყო.
ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა და ის 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა.