ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ 2 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა

მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“ კიდევ 2 საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა. ეროვნული კინოცნენტრის ინფორმაციით, დავით კიკნაველიძის ანიმაციას ლონდონში – South West London International Film Festival-ზე საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო გადაეცა, ხოლო სანქტ-პეტერბურგის კინოფესტივალზე – International Environmental Film Festival Green Vision „ჯინო“ მომავლის ოპტიმისტური ხედვისთვის დააჯილდოვეს.
„ჯინო“ პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები